UFC-ის მებრძოლმა, შარა მაგომედოვმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ის გამოეხმაურა მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის წაგებას ჯასტინ გეიჯისთან და დაღესტნელმა საშუალოწონოსანმა ქართველ მებრძოლს ზედმეტად გაპიარებულიც უწოდა.
„თოფურია კარგი მებრძოლია და ალბათ, კარგი ადამიანიც, თუმცა როგორ მოხვდა ის UFC-ში? ოთხი თუ ხუთი უცნობი მებრძოლის დამარცხებით. ილიამ ნოკაუტით მოუგო რამდენიმე მოწინააღმდეგეს, რის შემდეგაც პრომოუშენმა მისი გაპიარება დაიწყო. თუ ჩხუბობ სანახაობრივად, რეიტინგში კიბის ნაცვლად ლიფტით ადიხარ.
გეიჯისთან მარცხი? ქართველი მებრძოლი მასთან შედარებით ჩანდა პატარა, თუმცა მან წონითი დივიზიონი უკვე შეიცვალა. დარტყმის ძალა აღარ იყო ისეთი დამანგრეველი, როგორიც 66 კილოგრამში. ჯასტინ მარტივი მოწინააღმდეგე არ გამოდგა“, - განაცხადა შარა „ბულეტმა“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი რუსუდან ზექალაშვილი - „ძნელია ამაზე წარსულში წერა!“
⭕„უმჯობესია არ აჩქარდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: lagazzetta.ge