
„უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დრო დამითმო, რომ დღეს მოსულიყო აქ ჩემ სანახავად, მხარდასაჭერად“, - ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ილია თოფურიამ ასევე, თავის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რუსთავის მერიას, რომ ყოველთვის ინვესტიციას ახორციელებენ ჯანსაღ ცხოვრებაში, მომავალი თაობის განვითარებაში.
კიდევ ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც 7 საათზე ადგა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა ჩემთვის, ექომაგა.
არაფერი მაქვს იმის გარდა სათქმელი, რომ უდიდესი მადლობა ყველას“, - განაცხადა ილია თოფურიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შეცვალა ფეხმძიმობამ თინათინ ჯოხაძე და რაში ვერ იყენებს ის საკუთარ მდგომარეობას