
ლაგოდეხის ნაკრძალის რეინჯერი დაჩი მჭედლიშვილი, რომელმაც ბუნების სიყვარული პროფესიად აქცია გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ სტუმარი გახლდათ, სადაც საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა:
„ჩემი დროის უდიდესი ნაწილი იხარჯებოდა ბუნებაში და მასთან ურთიერთობაში. ამიტომ გადავწყვიტე საქმიანობითაც დავკავშირებოდი იმ გარემოს, რომელიც სიცოცხლით მასაზრდოვებდა. მივიღე გადაწყვეტილება და მოვედი რეინჯერად. რეინჯერის როლი დიდია ბუნებაში, მან უნდა მიაწვდინოს საზოგადოებას ხმა, რომ ბიომრავალფეროვნება, ფლორა და ფაუნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ჩვენ ამ ყველაფერს ვუფრთხილდებით და გვინდა რომ ეს რესურსი შევინარჩუნოთ. პატრულირებაც რთულია და გადაადგილება საშიში. თუმცა უდიდესი შემეცნების წყაროა, ვეცადე შემეკრა ინფორმაცია და მიმეწვდინა ხალხისთვის“, - ამბობს დაჩი მჭედლიშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ არის ხორციელი განსაცდელები საშიში? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება