Digest Logo

„უფრო შემზარავია, რომ მხოლოდ ერთი კითხვით გამოვხატავთ - უი, კიდევ?!“ - მამა პეტრე დოლიძეზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება

1695194326
პეტრე კოლხი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტს სასულიერო პირი მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ისევ მკვლელობა, ისევ სისხლი, ისევ შურისძიება.

ქრისტეს ტირილი იდგა გუშინ სამების ეზოში. უდედოდ დარჩენილ ბავშვებს, როგორ უნდა გაუადვილდეთ ცხოვრება… სიკვდილსაც გააჩნია, მამა რომ გიკლავს დედას.

რატომ ვერ ვცით ვერაფერს, რატომ დაგვემართა უკურნებელი სიბრმავე და სიყრუე.

ამდენი მესიანისტური ბოდვები, რით ვერ მოვიშორეთ… რჩეული ერის, მართლმადიდებლობის დამცველის ნიღაბი ნიღაბი რით ვერ გაცვდა. მკვლელები ვართ, ბოღმიანი და გაბოროტებული ერი…

ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი სინანული გვქონდეს, თავს იმით ვინუგეშებთ, თურმე სხვაგან უარესი ხდება… სხვას არ გააჩნია, წილხვდომილობის ამბიცია.

ეს ჩვენ გამოგვდის, ერთი ხელით პირჯვარს ვიწერთ, მეორეთი ერთმანეთს ვკლავთ.

ამაზე უფრო შემზარავი ის არის, რომ შევეგუეთ ყველა უბედურებას. მხოლოდ ერთი კითხვით გამოვხატავთ - უი, კიდევ?!

საბოლოოდ, პასუხს ყველა ვაგებთ!..“,- წერს სასულიერო პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „იგი ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელიც გრძნობს სიკვდილის სურნელს. არასოდეს არ უნდა მოატყუოთ“ - კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵 „ესაა ოცნების და სურვილების ჩაფიქრების დღე, რადგან თქვენი ოცნება მიდის კოსმიურ ნათელ ძალებთან“- მიხეილ ცაგარელი სექტემბრის უმნიშვნელოვანეს თარიღს ასახელებს 

🔵 რა ასტროლოგიური პროცესები ხდება 14 და 28 ოქტომბერს? და რომელი ზოდიაქოს ნიშნებს შეეხებათ ეს ცვლილებები?