Digest Logo

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი დაიღუპა - „მკლავს ნერვიულობით, რომ ცხედარი ვეღარ გადმოვიყვანეთ“

1726566074
მებრძოლო დაღუპილი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი დაიღუპა. იგი ქართველ მოხალისეთა ჯგუფის, ქართველი მეომრების, კერძოდ, თბილისის ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო.

ინფორმაციას ქვედანაყოფის მეთაური „მთავართან“ საუბრისას ადასტურებს.

მისივე ცნობით, როინიშვილი კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, მტერთან შეტაკების დროს დაიღუპა

შეტაკების შედეგად, დაიჭრა 3 ქართველი მოხალისეც, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოვიდა ისე, რომ ჩასაფრებაში მოვყევით. ორი უკრაინელი არის დაღუპული, ორი მძიმედ დაჭრილი. ქართველებში ერთი, ჩვენი გიორგი დაგვეღუპა და სამი ქართველი დაგვეჭრა. მართლა მაგარი ადამიანი იყო ჩვენი გიორგი, სიზმარში მგონია თავი. მკლავს ნერვიულობით, რომ ცხედარი ვეღარ გადმოვიყვანეთ. ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ რაღაცნაირად ცხედარი გადმოვიტანოთ ჩემი ძმის“, - განაცხადა მეთაურმა მედიასთან.

        

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რთული დღეა...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან - რა უნდა გაითვალისწინოთ მთვარის დაბნელების პერიოდში?

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები

🎥 „არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები... გამოდით კომფორტის ზონიდან...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან