Digest Logo

„უნდა გაიწმინდოს ფეხბურთი ნაცნობობა-ნეპოტიზმი-აღებ-მიცემობისგან“ - გოგა ჩანადირი საქართველოს ესპანეთთან მარცხს ეხმაურება

1694243937
გოგა ჩანადირი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მე-4 შეხვედრა ესპანეთთან „დინამო არენაზე“ ანგარიშით 1:7, ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. 

საქართველოს ნაკრებისთვის პირველივე ტაიმი „გამანადგურებელი“ აღმოჩნდა, სადაც საქართველოს ნაკრების კარში ავტოგოლიც ვიხილეთ.

აღნიშნულ თამაშს და წაგებას გულშემატკივარი კრიტიკით შეხვდა, მათ შორის ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მიზეზებზე წერს, რის გამოც მისი აზრით ქართული ფეხბურთი ვერ ვითარდება.

„აუცილებლად დადგება ის დრო, როცა ჩვენი საფეხბურთო ნაკრებები და კლუბები დიდ გამარჯვებებს მოიპოვებენ.

ამისთვის უნდა შეიქმნას განსაკუთრებული პროგრამები, პირობები, ამაღლდეს აზროვნება, კვალიფიკაცია, ხარისხი და გაიწმინდოს ფეხბურთი ნაცნობობა-ნეპოტიზმი-აღებ-მიცემობისგან.

სწორი ფიზმომზადება და ფსიქოლოგიური მუშაობა აუცილებლად ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ.

ამის ნაკლებობა იგრძნობა ქართულ ფეხბურთში.

დიდი თანხები უნდა ჩადოს კერძო სექტორმა ამ სპორტში და შედეგიც დადგება“,- წერს ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას დავწერდი…“ - გიორგი მღებრიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ფოთიდან წამოვიდა, რადგან ლანჩხუთის მხრიდან დაკეტილი იყო ხიდის გამო. გამოვასწარით ურეკს“ - რას წერს ოტია იოსელიანის რძალი

ცნობილია, გურიაში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ბავშვის ვინაობა