
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ გარდაიცვალა მეორე კურსის სტუდენტი მარიამ ფანჩულიძე.
გავრცელებული ცნობით, გოგონა ანევრიზმით გარდაიცვალა.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენის მიმართულება მწუხარებას გამოთქვამს მეორე კურსის სტუდენტის, მარიამ ფანჩულიძის გარდაცვალების გამო.
მარიამი გამორჩეულად კარგი სტუდენტი და მეგობარი იყო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და კურსელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ოჯახს გამძლეობა მისცეს“
„რატომ ღმერთო რატომ???????“
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მარიამის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს ახლობლებს, მეგობრებს. მარიამი თავის ადამიანობით და მისი კეთილი ღიმილით ყოველთვის ჩვენს გულებში იცოცხლებს ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“
„სამწუხაროა,სიტყვებიც მეზედმეტება ამ მწუხარების გამოსახატავად, თანავუგრძნობ ოჯახს,უნივერსიტეტს, სოფელს,ჩემს რაიონს, მთელ საქართველოს“
„რა საშინელებაა...ვუსამძიმრებ ოჯახს. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული“
„როგორ უნდა ანუგეშო მისი მშობლები, დავმუჯდიი. უფალო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი ვაიმე შვილო“ - წერენ კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა წესები, უნდა დვიცვათ წნევის გაზომვის დროს - სპეციალისტის რეკომენდაციები