Digest Logo

🎥 „ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით… მადლობა საქართველო!“ - გიორგი ლორიას გამოსამშვიდობებელი სიტყვა ბოლო სანაკრებო მატჩის წინ

1749047082
 გიორგი ლორია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია კარიერას ასრულებს. ის ბოლო მატჩს ჩაატარებს და ოფიციალურად წავა სანაკრებო გუნდიდან. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში სპორტული გამოცემა GEO TEAM ავრცელებს და სპორტსმენის ემოციურ გამოსამშვიდობებელი სიტყვას ვიდეოს სახით გვთავაზობს:

„17 წელია საქართველოს ნაკრებში ვარ, რაც იყო როგორც რთული, ასევე საამაყო. ჩავატარებ ჩემთვის უკანასკნელ თამაშს.

ეს გზა გავიარე სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდში იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს, ჩემს თანაგუნდელებს, ექიმებს, „სტაფის“ წევრებს, ვისთანაც მითამაშია, რა თქმა უნდა განსაკუთრებით გულშემატკივრებს.

ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით… მადლობა საქართველო!”, - ამბობს გიორგი ლორია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი უნდა იყოს საბანკეტო მაკიაჟი 2025 წელს - ვიზაჟისტი დეი ჯმუხაძის რეკომენდაციები

„ჩვენს იუბილარ სიძეს გაუმარჯოს“ - ნონა გაფრინდაშვილი საბა კემულარიას დაბადების დღეს ულოცავს

🎥 ნანი ბრეგვაძის რძლის გრანდიოზული დაბადების დღე - ცნობილი სტუმრები, უზარმაზარი ტორტი და რომანტიკული ვალსი მეუღლესთან