Digest Logo

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

1776353912
გზა გზა გზა გზა

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

„ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

⭕ შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის გამო ანაპაში ასობით ფრინველი დაზარალდა

⭕ „მოერიდეთ: იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას...“ - ასტროლოგის რჩევები 17 აპრილის ახალმთვარეობისთვის