
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს ოჯახთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს ფეხბურთელი ოჯახის წევრებსა და საცოლესთან ერთად სტუმრობდა.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია:
ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო იყო კვარასაც, ახალ მსოფლიო ლეგენდად რომ იძერწება, დაეჩოქებინა მის წინაშე.
მაგრამ მგონია, კვარას გულშემატკივრებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ფაქტი ხომ დარწუნებულები ხართ, რომ თვითონ კვარას არ უთხოვია მიღება, არამედ შიოლაშვილის მსახურმა მონებმა მოუწყვეს, კეკელიამ და გერასიმემ, ბუნებრივია ილია მეორის სურვილით“ ,- წერს დეკანოზი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს
🔵„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა“ - რას წერს ქეთევან დუმბაძე
🎥 „ისე მიყვარდა, რომ ყველაფერს ვიტანდი“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ერთმანეთის შესახებ