Digest Logo

🎥 „ვერასდროს ვერ გამოვასწორებ ნუკას წინაშე დაშვებულ შეცდომას...“ - რას ჰყვება თემურ გვალია ქალიშვილზე?

1744749609
ტემურ გვალია

მსახიობი თემურ გვალია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და ცხოვრებაზე ისაუბრა:

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: როგორც მამამ, ნუკა კვალიაშვილის მიმართ დაშვებული შეცდომა გამოასწორეთ? - ასე უპასუხა:

„მაგას ვერასდროს გამოვასწორებ ალბათ. მე საერთოდ ოჯახის თემებზე ვერიდები საუბარს. ნუკა არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შვილი. ნუკა მე არ მიცნობდა. წასული ვიყავი მერე ციხეში. ყურადღება მოვაკელი შვილებს მეგობრებსაც. თუ მეტყვიან ნანობო? - მაგას ვნანობ, რომ ყურადღება მოვაკელი ყველას. პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს. გვარის შეცვლასთან დაკავშირებით სხვა ისტორიაა და მე მაგაზე არ ვისაუბრებ. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მინდა წარმატებები ვუსურვო. სიმართლე გითხრათ გული მწყდება, რომ ისე გავიდა პერიოდი ვერ დაფასდნენ, როგორც საჭიროა. ნუკამ უფრო მეტს უნდა მიაღწიოს. გამოძერწილი მომღერალია. მაგარი პროდიუსინგი უნდა“, - ჰყვება თემურ გვალია.

ცნობისთვის, მსახიობი თემურ გვალია მომღერალ ეკა კვალიაშვილის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც საერთო ქალიშვილი, ასევე მომღერალი ნუკა კვალიაშვილი (დედის გვარზეა ამჟამად) ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლევან აბაშიძის სიყვარულის ისტორია თქვენი დამსახურებით დაიწყო? - რას იხსენებს თემურ გვალია

🎥 „ჩავიცმევდი ვისხედით საათები მაგიდასთან... მივხვდი რომ აღარ მივყავდი...ვერ გავაცილე დედა...“ - რას ჰყვება თემურ გვალია ციხის ზედამხედველების საქციელზე

🎥 „ვერასდროს ვერ მივა იმასთან ვერც ფილმი და ვერც მონაყოლი, ისეთი ამბები ხდებოდა“ - რას ამბობს თემურ გვალია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეში ყოფნის პერიოდზე?