Digest Logo

ვინ არის კაცი, რომელმაც ვაკის პარკში 2 ბავშვი გადაარჩინა

1665691997
დევი მეზურნიშვილი

13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა  მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია კაცზე, რომელმაც, დენის რამდენჯერმე დარტყმის მიუხედავად, 3 ბავშვიდან 2 -ის ამოყვანა და მათი გადარჩენა შეძლო. ამ დრომდე მისი ვინაობა უცნობი იყო, თუმცა საზოგადოება ცდილობდა გაერკვია, ვინ იყო ეს ადამიანი.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი დროის გმირი დევი მეზურნიშვილია, რომელიც „ეკოსერვისის“ თანამშრომელია და ვაკის პარკში უფროს მებაღედ მუშაობს. სწორედ მან გადაარჩინა ორი ბიჭის სიცოცხლე.  მიუხედავად იმისა, რომ წყალში შესულს დენი ურტყამდა, ის ბოლომდე ცდილობდა მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლის გადარჩენსაც. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

🔵სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ

🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო

🔵„ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა“ - გიორგი კეკელიძე