Digest Logo

„ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა“ - გიორგი კეკელიძე

1665679711
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მისი თქმით, ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა

„ეს მძიმე ამბავი სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე შევიტყვე, თითქმის მარიტასოდენა ბავშვებს უნდა შევხვედროდი. და მერე იმ გაკვეთილებს გაკვეთილები აღარ ერქვათ, არც ამ დღეს ერქვა დღე. ერთადერთი, რაც მტკიცედ ვიცი; ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა“ - წერს გიორგი კეკელიძე. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ერთობოდნენ ბავშვები ვაკის პარკში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე

🔵 „ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო...“ - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა

🔵 „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო