ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მე-8 ტური გაიმართა.
აუტსაიდერები პანდას და სუპერგმირის კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები გახდნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა სუპერგმირს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ნინო სურგულაძეს ჰქონდა მორგებული.
რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია - კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობია.
შოუს მონაწილეები კოსტიუმებს პირად კარავში ირგებენ და სცენაზე გადიან. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი იმალებოდეს. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობაა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა, რალფ შუმახერმა განაცხადა, რომ გეია