Digest Logo

„ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

1690205113
მიხეილ სააკაშვილი

„ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ“ - ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, სოფო ჯაფარიძეს საზოგადოების დიდი ნდობა აქვს.

„ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ.

ასევე მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში).

არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა.

სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს.

ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს“, - წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „5 სექტემბრამდე არავითარი პლასტიკური ოპერაცია, არავითარი ბოტოქსი, არავითარი კბილის ექიმთან მისვლა“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

🔵 „ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა ასეთ დროს მათი სახის ყურება“- გიორგი ღოღობერიძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს

🔵 „როგორი სილამაზე იყო, ენით აღუწერელი, ბავშვები უკან დავყვებოდით ჯარივით“ - რას წერს ნინჩო ჯიბლაძე მარიკუნა მიქატაძეზე