Digest Logo

🎥 „ვცდილობდი ფსიქოლოგიურად არ დავეჩაგრე...საუბარში უზრდელი სიტყვების თქმა სჩვევია...“ - რას ჰყვება სპორტსმენი, რომლის ვიდეომ სოცქსელი დაიპყრო?

1748374846
ნუგო ჭიკაძე

ნუგო ჭიკაძე ძალოსანია, კერძოდ მკლავჭიდელი. ცოტა ხნის წინ მას მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, სადაც კონკურენტი დაამარცხა. მისი ვიდეო კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, რადგან იგი შეჯიბრების მსვლელობისას სახალისო რეპლიკებით გამოირჩეოდა. 

ამჯერად ნუგო ჭიკაძე „სპორტ ჰაბთან“ ინტერვიუში პროფესიასა და აღნიშნულ შეხვედრაზე საუბრობს:

„იგი ძალიან ემოციური სპორტსმენია და მაქსიმალურად ვცდილობდი ფსიქოლოგიურად არ დავეჩაგრე. ძალიან ცუდი მომენტია როდესაც ამ დროს ვიღაც შენზე ფსიქოლოგიურად ახდენს გავლენას და ზემოთ დგას. იბნევი და ამ ემოციებმა შესაძლოა დამარცხება გამოიწვიოს. კანადელი სპორტსმენია და საუბარში უზრდელი სიტყვების თქმა სჩვევია. ამ ემოციებმა გამოიწვია ჩემი რეაქციაც და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მე გამოვედი უზრდელი. ცოტა მრცხვენია ჩემი საქციელის, მაგრამ დამეხმარა გამარჯვებაში.

სპორტსმენების ერთგვარი ბანკეტი იყო წინა დღით და იქაც მოდიოდა ხოლმე ჩემთან, მეუბნებოდა გაგანადგურებო. აგრესიას გამოხატავდა. შენი წაგების დღე არისო - ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ნორმალურად ღამით არ მეძინა. თან ძალიან მაგარ სპორტსმენს მოუგო ჩემ წინ. თვითონ გამომიწვია და მივედი მაგ ეტაპამდე. ინგლისური არ ვიცი და მერე მეგობრებმა გადამითარგმნეს. მეორე რაუნდის შემდეგ უთქვამს „ჯანდაბა ძალიან ძლიერი ხარო“. ეს სიძლიერე ამ აგრესიამ გამოიწვია.

ძალიან რთული შეხვედრა მოვიგე და გახარებული ვარ. შესაძლოა შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იყოს და ქამრისთვის ვიბრძოლო. უბედნიერესი ვიქნები თუ ამ ბრძოლას ჩანიშნავენ. უფლის გვერდით დგომა მაძლიერებს, - ამბობს ნუგო ჭიკაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვიყავი ათი წლის და იგი ჩემ ხელში გარდაიცვალა...მისი გულის გახეთქვის ხმა ჩემ გონებაში არის...“ - რას ჰყვება ნატუკა გილისაშვილი მამაზე?

🎥 „ჩემში მხოლოდ ფორმებს ხედავდნენ...“ - რატომ ირჩევდნენ ნატუკა გულისაშვილს მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლისთვის?

⭕ სერიალ „ჰარი პოტერის“ მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობა ცნობილია