
მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც მამაზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, 9 აპრილის მოვლენებზე ნიშანი, წლებით ადრე, მამის გარდაცვალებისას მიიღეთ? - მან ასე უპასუხა:
„კი. მამა რომ გარდაიცვალა მე ვიყავი ათი წლის და იგი ჩემ ხელში გარდაიცვალა. გულის გახეთქვის ხმა ჩემ გონებაში არის და ეს ის ხმაა, რომელსაც ვერაფერს შეადარებს. ძალიან შორს ღრმად მიწაში რომ გასკდეს. ვერ ვხსნი ამ ხმას. ვსაუბრობდით, წამოწოლილები ვიყავით. მამას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და გულს მხარეს ვერ იწვა ხოლმე. ზურგით იყო ჩემკენ. მე მის გვერდით ვიწექით. მამაჩემი 14 ივლისს გარდაიცვალა და ზუსტად ამ დღეს დახვრიტეს მამამისი. მამაჩემი 52 წლის იყო და მისი მამაც ამ ასაკის იყო, როდესაც დაიღუპა. ჩემი ძმა გარდაიცვალა 19 ნოემბერს და დედაჩემიც ამ დღეს გარდაიცვალა. ჰოდა მამა რომ გარდაიცვალა ვიყავით კახეთში და თბილისში გადმოასვენეს. მე არ მიმიყვანეს პანაშვიდებზე.
მამაჩემი დღემდე ჩემი მფარველი ანგელოზია. მთელი ღამე არ მეძინა და ეს ხმა სულ მესმოდა. ყურში მესმოდა უცნაური ხმა. ეს არ იყო შუილი. ეს იყო მონოტონური ხმა. ეს ხმები სულ მომყვებოდა.
9 აპრილია, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. ზუსტად ჩემი ფანჯრები იყურებოდა ზოოპარკისკენ. ვუყურებდით ტანკის ლულებს როგორ ჰქონდათ მოშვერილი. ერთ-ერთ ღამეს გამაღვიძა მამაჩემის გარდაცვალების ხმამ. გავედი დიდ ოთახში გავაღე ფანჯრები და გავიგონე ის ხმა. ეს იყო მთვრალი ჯარისკაცების მარშირების ხმა ჩექმის და რკინის ხმა იყო. იმის შემდეგ ეს ხმა აღარ გამიგია. ფანჯარასთან ჩავიკეცე და დედაჩემს ვეუბნებოდი ეს ხმაა მეთქი“, - ჰყვება ნატუკა გულისაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სერიალ „ჰარი პოტერის“ მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობა ცნობილია
🎥 ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე გამოიძახეს