
მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლების უბადლო შემსრულებლად აღიარების გამო, სხვა როლებზე დაგბლოკეს? - მან ასე უპასუხა:
„კი სხვა როლებზე დამბლოკეს. დავიშტამპე. რატომღაც ჩემში მაშინ მხოლოდ ფორმებს ხედავდნენ. ლევან დაბრუნდაშვილი იღებდა ზღაპარს „ანოს და ვანოს თავგადასავალს“. მან დამირეკა და მითხრა რომ მონაწილეობა მეც მიმეღო. მე ვუპასუხე, რომ ლევან როგორ შეიძლება მე ვითამაშო რაიმე, როცა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლებს ვასრულებ მეთქი.
ასეთი რაღაც მქონდა უკვე გამჯდარი, რომ თუ კი ვინმე სადმე მეძახის, იქ აუცილებლად უნდა იყოს ამ ტიპის როლი. ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი არის „ბაბაიაგას“ თამაში. საინტერესო და საწყალი გმირია. ჩემ შვილსაც აბულინგებდნენ ამ როლების გამო, მაგრამ რომ გაიზარდა მიხვდა რა როლები იყო და ვისი გადაღებული“, - ამბობს ნატუკა გულისაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სერიალ „ჰარი პოტერის“ მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობა ცნობილია
🎥 ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე გამოიძახეს