
ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
მის სიმღერებს აქტიურად უსმენენ, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მისი ცხოვრებისეული ამბები.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი ეკრანზე გამოჩნდა.
ამჯერად დათო გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ჟანრზე ისაუბრა:
„ზოგადად დათო კენჭიაშვილის ჟანრში მსოფლიოს ყველა მუსიკა შედის. ვერ ვიტყვი, რომ დათო კენჭიაშვილი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მომღერალია, მასში აღმოსავლური გავლენაა. ბოლოს როკის და ჯაზის გავლენაცაა, ვუსმენ ძალიან ცუდ მუსიკასაც და კარგსაც.
ჩემ ჟანრში მთავარი ღერძი და ძალა ქართული სიმღერაა, ფოლკლორისტი მე არ ვარ. მე ქართველი მომღერალი ვარ, რომელსაც თავისი ჟანრი აქვს და არავის ეკონკურენტება. ჰოლკჰოპი ჰქვია ამ ჟანრს“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: