
პოზიტიური აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაში. პოზიტიური აზროვნება ეხმარება ადამიანს სტრესთან გამკლავებაში, ამცირებს შფოთვასა და დეპრესიის რისკს. ოპტიმისტურად მოაზროვნე ადამიანები რთულ პერიოდებსაც იმედითა და გამძლეობით ხვდებიან.
კვლევების მიხედვით, პოზიტიური ადამიანები ხშირად: უკეთ იძინებენ, აქვთ დაბალი არტერიული წნევა, იშვიათად ავადდებიან და უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
სწორედ ამ საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება? - გადაცემაში „პრაიმშოუ“ პოზიტიური აზროვნების მენტორმა, შორენა ჯიქიამ ისაუბრა:
„მე ვარ ვარსკვლავი შოკა. ვარსკვლავები რომ გავიცანი მივხვდი რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მე არც ფსიქოლოგი ვარ, არც ფილოსოფოსი არც ქოუჩი. მე ვარ პრაქტიკოსი, სიტყვა ვაქციე ცხოვრებად. ყველას უკვირს რამ განაპირობა ჩემი ასეთი ემოციები და პოზიტიური ქცევა. ვარ 41 წლის და 16 წლიდან 36 წლამდე ვიყავი საკუთარი მეს ძიებაში. 18 წელია დაოჯახებული ვარ და შვილი არ გვყავს მე და ჩემ მეუღლეს. ამ განსაცდელმა მიმიყვანა უხილავ ღმერთამდე, რამაც განაპირობა, რომ რწმენით, იმედით, სასოებით გამოვაკეთე თავი. ჩემი რწმენით მევე განვიკურნე. დავიწყე ლოცვა, ზიარება, მოლოცვები. ყველა მეუბნებოდა ვერაფერი გიშველისო. ბიბლია რომ გადავშალე და წავიკითხე პირველი სიტყვები გადავწყვიტე ჩემი თვისთვის ყოველდღე კომპლიმენტები მეთქვა. ყველა საფეხური გავიარე, ცილისწამება, ქილიკი, დაცინვა რა თქმა უნდა მტკიოდა, მაგრამ მივხვდი რომ ეს ყველაფერი რესურსად უნდა მექცია“, - ჰყვება შორენა ჯიქია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გორში 24 წლის კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი თვითდაზიანება მიიყენა
🎥 „ვეხმარებით იცხოვრონ აწმყოში, აქ და ახლა შექმნან საკუთარი მომავალი...“ - რა არის არტთერაპია?
🎥 „ძირითადად ურთიერთობებში ყველაზე ხშირი პრობლემა არის ღალატი...“ - რას ჰყვება ურთიერთობების ქოუჩი