Digest Logo

🎥 „ყველაფერი ფერფლად არის ქცეული, ერთადერთი რაც ხანძარს გადაურჩა...“ - სოსო ნებიერიძე ლოს-ანჯელესიდან კადრებს გვიზიარებს

1736934472
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა. სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 69 ქვეყანა, ამჯერად იგი აშშ-ში მოგზაურობს და კალიფორნიაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, მათ შორის ერთ-ერთი სახლიდან, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.

„დაახლოებით 10 000-მდე შენობა გაანადგურა ლოს-ანჯელესში ხანძარმა. ცეცხლი მძვინვარებდა მხოლოდ რამდენიმე უბანში და არა მთელ ქალაქში“, - წერს სოსო ნებიერიძე და ვიდეოს აქვეყნებს.

ნახეთ ვიდეო 👇

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია ათი ათასზე მეტი სახლი და ამ დროის მონაცემების მიხედვით დაღუპულთა რაოდენობა 25-ია.

ამასთანავე, ლოს-ანჯელესის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. პასიფიკ-პელისეიდში ის 14%-ით არის ლოკალიზებული, ხოლო პოსადენას მახლობლად - 33%-ით.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Soso Nebieridze (@soso_aroundtheworld)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბუნებრივი და გამორჩეული გოგო ხარ“ - როგორ გამოიყურება 9 თვის ორსული ლიზა ჩიჩუა?

🎥 „ხახვი, ნიორი და წიწაკა იწვევს თავის კანის გაღიზიანებას“ - რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა და როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? - რჩევები ნინო სანოძისგან

⭕2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიონს მიაღწია