
თბილისიდან ქსოვრისში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი, რომელიც მეექვსე შვილის მოლოდინშია „დღის პოსტის“ კამერებთან ოჯახზე და თავიანთ გადაწყვეტილებაზე საუბრობს:
„5 წლის წინ დაიწყო ჩვენი სოფელში ცხოვრების ისტორია. გადმოვედით თბილისიდან ჩვენი 4 შვილით. ჩვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი შვილების გამო, რადგან ბავშვების რაოდენობასთან ერთად გვჭირდებოდა მეტი სივრცე, ჯანსაღი გარემო, სუფთა ჰაერი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები. ეს ყველაფერი ერთად შესაძლებელი იყო სოფელში“, - ამბობს ქეთი დვალი.
ცხოვრების სტილსა და ოჯახზე ისაუბრა სოსო ლოხიშვილმაც:
„სოფელში შედარებით მშვიდი ცხოვრებაა, არაქაოსური. რა თქმა უნდა ადამიანის განვითარება სულიერადაც და ხორციელადაც შესაძლებელია სიმშვიდეში.
ამბობდნენ, რომ ვისაც გოგოები ჰყავს ბიჭის მშობელი რომ გახდები, მერე ხვდები ნამდვილ მშობლობასო. მაგრამ ამ ლოგიკას არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში მშობელი ხარ და სასიამოვნოა ნამდვილად“, - ამბობს სოსო ლოხიშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება
⭕ „3 საათი უშედეგოდ ვაღვიძებდით...“ - სოფია კვინიკაძე შვილთან ერთად პოზირებს
⭕ „ყველაფერს „აკოპირებს“ ჩემგან სარკე ვარ მისთვის...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ქალიშვილზე