
„დუეტი ლეონი“ მუსიკალური პროექტია, სადაც საავტორო სიმღერებს ლევან წოწონავა და მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი ასრულებენ. ისინი უკვე 13 წელია ცოლ-ქმარი არიან და წლებია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ამჯერად ისინი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდნენ, სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრეს:
„ბავშვი სოფელში დავტოვეთ ბებოსთან, ლექციებს კითხულობს. ჩვენი გუნდი არის ბირთვი სისწრაფისა და შემოქმედების. რომ არა ჩვენი ასეთი ერთობა გამორიცხულია რომ რამე გამოსულიყო. უკვე 5 წელია ერთად მოვდივართ და ერთმანეთს ვავსებთ. სტუდია გვაქვს, ჩვენ ლამაზ და კომფორტულ ქალაქში ქუთაისში, შესაბამისად ხშირად გვიწევს გადაადგილება. ყველგან ვცხოვრობთ, იქაც ვართ და აქაც. ამ ტემპს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ არა ქუთაისის კომფორტულობა, გამორიცხულია. ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია გარეთ გასვლა და სიარული. მაქვს ნიჭი სხვადასხვა რაღაცების კეთებით, თუმცა თუ მუსიკა არ არის ჩემ ცხოვრებაში არაფერი გამომდის.
რადგან ხშირად ვართ ეკრანებზე ნინის დიზაინერებს ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა, ზოგჯერ გამოდის ნაჩქარევად შეკერილი და ამიტომ შესაძლოა რაღაც არ მოეწონოს. მაქსიმალურად ცდილობს რომ ხშირად იყოს სახლშიც მოწესრიგებული“, - ამბობს ლევან წვერავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ვისწავლოთ ცხოვრება აწმყოში? - ფსიქოთერაპევტის რჩევები
🎥 „ჩემი საყვარელი ცეკვის სტუდია...“ - რა კადრებს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე?