Digest Logo

ზეედორფი კალაძეზე: ზურგს გვიმაგრებდა, როგორც ძლიერი, შრომისმოყვარე ადამიანი, ყოველთვის გვეიმედებოდა მოედანზე

1726928688
ზეედორფი კალაძეზ

თბილისის მერის კახა კალაძის წარმატებაზე და მის კარიერაზე მილანში, ისაუბრა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა კლარენს ზეედორფმაც.

„არ არის იოლი, კარიერის დასრულების შემდეგაც წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. რაც შეეხება კალას, როგორც მოთამაშეს, ყოველთვის ზურგს გვიმაგრებდა მოედანზე, ყოველთვის შრომობდა, თავდადებით თამაშობდა, შესაბამისად, ჩვენ არ გვიწევდა იმაზე ნერვიულობა, რა ხდებოდა უკან, დაცვაში და სწორედ ასე მიაღწია „მილანმა“ ამდენ წარმატებას.

ჩვენ ვაცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც როგორც „მილანის“ ფეხბურთელებს გაგვაჩნდა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ „მილანს“. კახიც, როგორც ძლიერი, შრომისმოყვარე ადამიანი, ყოველთვის გვეიმედებოდა მოედანზე“, - განაცხადა კლარენს ზეედორფმა.
 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დღეს დაიბადა ის, ვისაც იესოს შემდეგ ყველაზე ხშირად ვახსენებთ ხოლმე“ - გია მურღულია

⭕ „დამირეკა და მითხრა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?“ - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი

⭕„დამირეკა და მითხრა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?“ - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი