Digest Logo

ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი თამაზ ჭეიშვილი გარდაიცვალა

1793730002
თამაზ ჭეიშვილი

ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, პოეტი და ექსტრასენსი თამაზ ჭეიშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა:

„გარდაიცვალა თამაზ ჭეიშვილი.

პანაშვიდი უნივერსიტეტის N6 სარიტუალო სახლი.

15:00-იდან 21:00-მდე.

გასვენება პარასკევს 14:00 სთ-ზე“, - წერია გავრცელებულ პოსტში. 

თამაზ ჭეიშვილი მკითხველისთვის მრავალმხრივი საქმიანობით იყო ცნობილი. ის ჟურნალისტიკასა და ლიტერატურასთან ერთად პარაფსიქოლოგიითაც იყო დაინტერესებული. მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ გატარებულ წლებს უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა.

ჭეიშვილი ავტორია წიგნებისა „ქუჩის ბიჭები“ (1983) და „სირიუსი, იდუმალი სტუმარი“ (1985). იგი პუბლიცისტურ წერილებსაც აქვეყნებდა და სხვადასხვა დროს ინტერვიუებში თავისი ცხოვრების, მოგზაურობისა და შემოქმედების შესახებ საუბრობდა.

2016 წელს „Sputnik საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში თამაზ ჭეიშვილი იხსენებდა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებას, ჟურნალისტურ საქმიანობასა და ექსტრასენსად ჩამოყალიბების გზას. მის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბრაზილიაში გატარებულ პერიოდსაც.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ბედი ელის მეკარეს, რომელთან შეჯახების შემდეგაც ესპანელი ფეხბურთელი დაიღუპა

🎥 „რატომ ტირი, როცა ვიღაც მოკვდა, ხომ გჯერა სამოთხის, რომ იგი უკვე იქ არის და შენც იქ იქნები? გამოდის, არავის არაფრის არ სჯერა“ - ნონა ხიდეშელი

⭕მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს

✕