დღეს, 29 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის წინასასამართლო სხდომის განხილვისას, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ჯაბა ჯანგირაშვილი და ზურაბ ზვიადაური წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
გათავისუფლების შემდეგ ზვიადაური მეგობრებთან ერთად ძმის საფლავზე მივიდა. ემოციურ ფოტოკადრებს მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ცნობისთვის, ზვიადაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 აგვისტოს გავრცელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
აგრეთვე წაიკითხეთ: