Digest Logo

„10 ყველაზე დიდი ტყუილი ჯანსაღ ცხოვრებაზე, რაც ბიზნესებმა და პროპაგანდისტებმა დაგაჯერეს“ - რას წერს სანდრო ჯიბლაძე

1761312029
სანდრო ჯიბლაძე

წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ჯანსაღი ცხოვრების ირგვლივ გავრცელებულ ტყუილებზე საუბრობს, რაც ბიზნესებმა და პროპაგანდისტებმა საზოგადოებას დააჯერეს. 

მისი თქმით, დღეში ორჯერ კვება სრულიად საკმარისია, რადგან ადამიანი იმისთვის არ ცხოვრობს რომ ჭამოს, არამედ იმისთვის, რომ იცხოვრო:

„10 ყველაზე დიდი ტყუილი ჯანსაღ ცხოვრებაზე, რაც ბიზნესებმა და პროპაგანდისტებმა დაგაჯერეს:

1. უნდა ჭამო ყოველ 3 საათში ერთხელ და ცოტ-ცოტა, რომ მეტაბოლიზმმა იმუშაოს.

სინამდვილეში მეტაბოლიზმი ყველაზე აქტიურია შიმშილობისას - მაშინ როცა სხეული ცოცხლდება, არა ჭამით, არამედ გათავისუფლებით.

დღეში 1-2 კვებაც სრულიად საკმარისია. შენ არ ცხოვრობ იმისთვის რომ ჭამო, შენ ჭამ იმისთვის რომ იცხოვრო.

2. „მოუკელი ცხიმიანის ჭამას“.

ცხიმის გარეშე შენი ჰორმონები ნადგურდებიან. ჭამე ცხიმი — ცხიმი არ გაგასუქებს, შაქარი და ნახშირწყლები გასუქებს. ეს მითი შექმნეს "Low Fat" უცხიმო ან დაბალცხიმიანი პროდუქტების ბიზნესებმა და მათმა მარკეტინგის გუნდმა.

3. „აუცილებელია საუზმე“.

საუზმე გამოიგონეს საკვების კომპანიებმა, რომ უფრო ხშირად გშიოდეს და გაიყიდოს მათი პროდუქცია, ხლოპიები, დილის შეიკები, სმუსები და ა.შ შენი სხეული არ საჭიროებს საჭმელს გაღვიძებისთანავე.

4. „პური და შვრია ჯანსაღიაა, რადგან„მთელი მარცვლოვანია“.

მარცვალი დღეს არის ქიმიურად მოდიფიცირებული, არა ბუნებრივი. მხოლოდ აზრზე მოსატყუებლად უწერიათ „ჯანსაღი“.

5. „შენ გჭირდება ‘ბალანსი’ – ცოტ-ცოტა და ყველაფერი“.

არა, არ გჭირდება შხამიც ცოტათი. ჭამე მხოლოდ ის, რაც ქმნის სიჯანსაღეს და არა ის, რაც ანგრევს.

6. „შაქარი ენერგიაა. ტვინს ტკბილი და გლუკოზა უნდა“

ტკბილეული ეს ენერგია არ არის — ეს შხამი და წამალია, რომელიც ცოტა ხნით გასესხებს ხოდს და მერე გამოგწოვს მთლიანად. ორგანიზმი თავად აწარმოებს იმ მცირე გლუკოზას თუნდაც რომ წლები არ იღებდეს მას და ამას ჰქვია გლიკონეოგენეზი, ამიტომ საერთოდ არ გჭირდება ტკბილი.

7. „ჯიმში უნდა ივარჯიშო ყოველდღე, რომ ფორმაში იყო.“

არა. უმეტესობას არ აკლია ვარჯიში — აკლიათ დამშვიდებული ნერვული სისტემა და სუფთა სისხლი. მთავარი არ არის რამდენ საათს ივარჯიშებ, მთავარია რა სტიმულს და რა ხარისხიან დატვირთვას მისცემ ორგანიზმს თუნდაც კვირაში 2-3 ჯერ იყოს ეს.

8. „მცენარეული ზეთები ჯანსაღია“.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ნივთიერება, რაც ოდესმე ადამიანს აჭამეს. ნამდვილი ცხიმი არის კარაქი, ერბო და არა ზეთი.

9. „პროტეინის ფხვნილი აუცილებელია კუნთის ზრდისთვის“.

რეალურად ეს არის ხელოვნური პროდუქტი, რომელიც უფრო შებერილობას და ნაწლავის პრობლემებს ქმნის, ვიდრე კუნთს ზრდის. ცილის საუკეთესო წყარო ხორცია..

10. „კალორიები მთავარია“.

არა, მთავარი კალორია არაა — მთავარი ჰორმონებია. როცა ინსულინი დაბალია, მაშინ იწვის ცხიმი, მაშინ იღვიძებს გონებაც და დგები ფორმაში, სწორად ამიტომ ვერ იკლებს უმეტესობა კალორიულ დეფიციტშიც.. პლუს კალორიები თანასწორი არასდროს არ იქნება.

და ბონუსად იყოს მე-11-ეც: „სტეროიდების გარეშე ვერ მოხვალ ნატურალურად მაგარ ხოდზე..“. ტყუილია!

წლები არ დაარღვიო სწორი კვება, დისციპლინირებული ვარჯიში, აღდგენა და ნახავ რა საოცარ შედეგებზე გახვალ, მაგრამ ყველას ყველაფერი მოკლე ვადაში უნდა, ამიტომ უმეტესობა ვერ აღწევს მაგარ ფორმებს და მასზე უკეთეს ფორმაში მყოფს აბრალებს რომ მოკლე გზას „Shortcut“-ებს ირჩევს და ნატურალი ვერ იქნება.. მე ვამაყობ ბუნებრივი ვარჯიშის შედეგებით და ეს შენც შეგიძლია განახორციელო..“, - წერს სანდო ჯიბლაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვიზიარებ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შენს ტკივილს ჩემად ვიღებ“... უკეთესია გამოიყენო ფორმულირებები, რომლებიც არ ითრევს/იწოვს ტკივილის ველს“ - ქეთევან ჯანდიერი

🎥 „ეს კლიპი წლების წინ გაკეთდა... არის რაღაცები, რაც შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ დაგიტოვოს კარგი მოგონებები“ - ნინი ბადურაშვილი დონარა გვრიტიშვილზე

🎥 ფრიდონ სულაბერიძე 84 წლის გახდა - „თქვენი გამოცდილება და ნიჭი დღეს ჰაერივით სჭირდება ქართულ ქორეოგრაფიას!“