Digest Logo

„11 წელი ვებრძოდით ამ დაავადებას, ლოცვა აძლიერებდა...“ - გიორგი ნიკოლავას დედა გარდაეცვალა

1792511452
გიორგი ნიკოლავა

ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ფოტოხელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა და დედა ემოციურად გაიხსენა:

„დედა 40 წელი თეატრის მსახიობი იყო. 

წელიწად-ნახევრის წინ პარკინსონის დაავადება დაუმძიმდა. დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო.
ერთად დავდიოდით. სიარულს თავიდან ვსწავლობდით იყო წუთები დამოუკიდებლად რამდენიმეჯერ გავლაც შეძლო.

ხშირად ამბობდა:

სპექტაკლში ბეწვის ხიდზე გავდიოდი. ახლა კი ოთახში ვერ დავდივარ ჩემითო“.

ყოველი გასეირნება ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავდა.

19 ოქტომბრის დილა უკანასკნელი აღმოჩნდა, სამუდამოდ ჩაწყდა ბეწვის ხიდი.  

30 წელი ტაძარში გალობდა. ღრმად მორწმუნე იყო. საათობით ლოცულობდა ჩამოწერილი ჰქონდა ახლობლების ნაცნობების სია მიუხედავად ავადობისა არცერთი მარხვა არ გაუცდენია. უკანასკნელად იგალობა , შემდგომ კი მითხრა რომ კარგად იყო. 

11 წელი ვებრძოდით ამ დაავადებას, ლოცვა აძლიერებდა საწოლს არ მიეჯაჭვა.

მწამს სულის სამყაროსი. უფალი ნათელს დაუმკვიდრებს. მშვიდობით დედი“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზოგჯერ ზებრა შუქნიშნის გარეშეა, რაც ბავშვისთვის გადასვლას ართულებს“ - რა უნდა ვასწავლოთ პატარებს გზაზე მოძრაობის შესახებ: ეკა ლალიაშვილის რჩევები

🎥 „მენსტრუალური ციკლი გოგომაც უნდა იცოდეს და ბიჭმაც“ - თათია ტუღუში სქესობრივ განათლებასა და საზღვრებზე: ბავშვის რა ასაკია ოპტიმალური ამ სახის განათლების მისაღებად?

⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ

✕