
მსახიობი ცუცა კაპანაძე, იუმორისტული პროექტის პა-სეანსის 30 წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის ყოფილ თანაგუნდელებს საიუბილეო თარიღს ულოცავს.
„13 აპრილს პა-სეანსი 30 წლის ხდება, ვულოცავ მთელ შემოქმედებით ჯგუფს იუბილეს უღრმესი მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს რომელსაც დღემდე ახსოვს ეს გადაცემა, ამ გადაცემამ თავისი სათქმელი თქვა და თავის დევიზს დღემდე ამართლებს. პა-სეანსი უკვდავია და საუკეთესო მკურნალია. ამ გადაცემამ დროს გაუძლო ბრავოოო“, - წერს ცუცა კაპანაძე.
ცნობისთვის, „პა სეანსი“ — ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემა. შეიქმნა 1990-იანი წლების დასაწყისში. გადაცემის სატირული სკეტჩები აღწერდნენ თანადროული საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პრობლემებს. გადაცემა აღწერდა ისეთი თემებს, როგორიც არის კორუფცია, „ძველბიჭობა“ და კრიმინალური ქცევა, პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობა, ეგზალტირებული პატრიოტიზმი, ეკონომიკური პრობლემები, უცხო პლანეტელებით აღფრთოვანება, მდარე ხარისხის პოპულარული მუსიკა და სხვა.
პა სეანსი თავდაპირველად გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე. გადაცემის ავტორები და მონაწილეები იყვნენ ძირითადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) თეატრის და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები. გადაცემის ძირითადი ნაწილი მიჰყავდათ შემდეგ მსახიობებს: ლევან ლელაშვილი („კიჭა“), ირაკლი ფრანგიშვილი, ალეკო თეთრაშვილი („მათე მელიავა“) და ცუცა კაპანაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: