უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
როგორც პატარაია წერს, ეს უკვე ნიშნავს, რომ პედოფილია დაშვებულია და სახელმწიფო არ რეაგირებს.
„14 წლის ბავშვი მოკლა ქმარმა… რამდენ უბედურებას იტევს ეს ერთი წინადადება?!
14 წლის ბავშვს ქმარი რანაირად ყავს? ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს უკვე ნიშნავს, რომ პედოფილია დაშვებულია და სახელმწიფო არ რეაგირებს.
სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი გოგოები. ბავშვთა ქორწინების პრობლემა ვერ მოაგვარა და იმიტომ ვერ მოაგვარა, რომ ფეხებზე ჰკიდია ბავშვები, ფეხებზე ჰკიდია, რომ უამრავი მავნე პრაქტიკა არსებობს ქალების და გოგოების წინაშე, ფეხებზე ჰკიდია გენდერული თანასწორობა და ზოგადად ყველანაირი თანასწორობა.
გენდერული თანასწორობის საბჭო პრობლემას ვერ ხედავს, როცა პაპუაშვილი პარლამენტარ ქალს ნივთივით მიათრევს სხდომათა დარბაზში. მისი თავმჯდომარე წილოსანი კი შალვა რამიშვილისნაირ თახსირებს იცავს, ხოლო პარლამენტარი ქალის მიმართ გამოთქმულ მუქარებს იწონებს და იმეორებს.
ქართულმა ოცნებამ თავად მიიღო მოძალადე კაცის სახე. კობახიძე-ღარიბაშვილები ამაყობენ საკუთარი უზრდელობით და ხეპრეობით და ეს ჰგონიათ კაცობა მაგ კაცმაცუნებს. ისეთი მშიშრები გახდნენ, ქუჩაში კი არა ტუალეტშიც დაცვით დადიან და პირიდან დუჟი სდით ცოფიანი ლაპარაკით. გადაჰყვნენ კაგებეშნიკი ფარცხალაძის დაცვას და ვინც მართლა დასაცავია, ფეხებზე ჰყავთ დაკიდებული.
დაკანონებული პედოფილიით გინდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ნიკაპაწეული ამპარტავნებო? თუ, ბოდიში, არ გინდათ… ეს ჩვენ გვინდა - ხალხს და მივიღებთ კიდეც თქვენით ან უთქვენოდ!
პ.ს. ქმარს ნუ ეძახით პედოფილ კაცს! ქმარი შეიძლება ჰყავდეს 18< წლის ქალს, 14 წლის ბავშვი კი დაკანონებული პედოფილიის მახვერპლია, რომელსაც ეგუება მთელი საზოგადოება, სკოლა, ადგილობრივი თვითმმართველობა, უბნის ინსპექტორი და საერთოდ ყველა, ვინც ეს იცოდა, ან უნდა სცოდნოდა“, - წერს პატარაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რა ოცნება აუსრულა სალომე ბაკურაძემ დედას და როგორი შვილია მომღერალი
🔵ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის ოქტომბერში ფინანსური სარგებელი და გამართლება ელით