Digest Logo

„3 აგვისტო აღარ არის უბრალო დღე კალენდარში, ეს დღე არის მეორე სიცოცხლე, ეს ჩვენი მეორედ დაბადებაა“ - ანა ჯელაძე შოვის ტრაგედიაზე

1754237230
 ანა ჯელაძე

შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა - 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღნიშნული თარიღი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გადარჩენილმა ანა ჯელაძე გაიხსენა და პოსტი გამოაქვეყნა:

„გადავრჩით...ამ სიტყვებში მთელი სამყაროა.. გადავრჩით მიუხედავად იმისა რაც გადაგხვდა, რაც ვნახეთ და რაც ვიგრძენით.. გადავრჩით ყველა ერთად....

3 აგვისტო აღარ არის უბრალო დღე კალენდარში... ეს დღე არის ხსოვნა.... ეს დღე არის მეორე სიცოცხლე..  ეს დღე ჩვენი მეორედ დაბადებაა“, - წერს ანა ჯელაძე. 

ცნობისთვის, 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აგვისტოს ეს წუთები არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან“ - შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე

⭕„ადამიანი მარადიულია - წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღვთის სრული ხატება და მსგავსება ვერ იქნება, რაც ბიბლიის ღვთაებრივ ლოგიკას დაარღვევს, ის კი არასდროს ირღვევა“ - გია მურღულია

🎥 „ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ“ - ლინდა კიკოლაშვილი დაბადების დღიდან კადრებს აქვეყნებს