Digest Logo

„4 - ჯერ უარი. საელჩოსთან ახლოს გავლაც კი მზარავს“ - რატომ უთხრეს უარი თაკო გაჩეჩილაძეს ამერიკის ვიზაზე

1684826415
თაკო გაჩეჩილაძეთაკო გაჩეჩილაძე

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ში წასასვლელად ვიზის აღება ძალიან მარტივია.

„უნდა შეიტანოთ განაცხადი, ხალხი თუ მიჰყვება ნაბიჯებს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს ვიზას, ასე რომ, ეს არ არის რთული პროცესი“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

აღნიშნულ განცხადებას მომღერალი, თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ელჩს არ ეთანხმება, რადგან მან უარი ვიზაზე უკვე მეოთხედ მიიღო ხოლო მიზეზი არ განუმარტავთ.