Digest Logo

„44-ის გავხდი...ეს ჩემმა ბიძაშვილმა დამიწერა და ვიტირე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი იუბილარია

1738655844
მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი იუბილარია. იგი 44 წლის გახდა.

იუბილარი ბიძაშვილის ემოციურ მისალოც წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

„44-ის გავხდი ეს ჩემმა ბიძაშვილმა დამიწერა და ვიტირე.

„მოლოცვის წერილს როცა გიწერდი, ვფიქრობდი, როგორი ხასიათი გაქვს. ყოველთვის დარდობ თუ კარებს აღებ, ნეტავი სხვისთვის ახლა რა მიმაქვს? ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა, ბანალურ სიტყვებს რომ ავცდენოდი. ფიქრი საკმაოდ შორს გამეწელა, მაგრამ სხვაგვარად არც კი ველოდი.

ხო და იცი რა? რაც მე მინახავს, რაც გამიგია შორით თუ ახლოს, მინდა ყველაზე მეტად მოშურნემ ყოველ დღე შენი ღიმილი ნახოს. მტკიცე ხასიათს გილამაზებდეს, ნიჭი, რომელიც დრომ ვერ გაცვითა. არ შეგეშინდეს! ისევ დათბება, მერე რა; თუკი ცოტა აცივდა?!“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სასწაულებს მხოლოდ ღმერთი ახდენს, ეს დაიმახსოვრეთ, ეს შემთხვევაც ამის მაგალითია“ - ნუცა ბუზალაძე

🎥 „შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება“ - 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემო სუნთქვა, გილოცავ შენს მეგობრებთან ერთად... მჭირდები მე და ყველას“ – ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ორ კვირაზე მეტია ეძებენ, იუბილარია