
მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.
აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.
მაკას მეუღლე მიხეილ ჩოხელია და დღეს მათი ქორწინების 5 წლის იუბილეა.
„ოფიციალურად 5 წელი გასულა რაც ეს ამბავი შემემთხვა“, - წერს მიხეილ ჩოხელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ - „არ გამოცხადებულა გამოცდაზე“
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის მარტი განსაკუთრებით წარმატებული იქნება