
სოციალური ქსელის მომხმარებელი გელა იზორია ფეისბუკის პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც 1989 წლის 9 აპრილის „მთავარი გმირები“ არიან დაფიქსირებულები.
გოგონა შავი დროშით მარი ნანა მახარაძე და ლელა ვეფხვაძე, რომელიც 34 წლის წინ ფანდურზე უკრავდა, 9 აპრილის მემორიალთან კვლავ მივიდნენ.
„9 აპრილი იცით რასთან ასოცირდება ჩემთვის? აი ამ ღირსეულ ადამიანებთამ
Lela Vepkhvadze და მარი ნანა მახარაძე
სიმღერა რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნად იქცა – „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“
ფოტო – გოგონა შავი დროშით …
მადლობა თავისუფლებისთვის…
მადლობა ჩვენთვის დაღვრილი სისხლისთვის…
მადლობა გარდაცვლილ გმირებს…
34 წლის შემდეგ 04:00“, – წერს გელა იზორია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და ტელეკრანისგან ზურგით დამსვეს“ - გიორგი კეკელიძე
🔵მოშიმშილეების წინ 19 წლის ასაკში პირველად წარმოვთქვი „მამაო ჩვენო“ და ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება - ინტერვიუ 34 წლის შემდეგ