Digest Logo

„ადამიანებს მიდრეკილება აქვთ, გვერდიდან მოიშორონ ერთგული ადამიანები...“ - გია ჯაჯანიძე

1748939237
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მე ვიცი რატომ გამიმართლა, რატომ მაქვს მუდმივად ბედნიერების განცდა, რატომ ვაღწევ დასახულ მიზნებს, რატომ ვარ მხნედ და რატომ ვარ ლაღად.

მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან, სწორად ვარჩევდი ადამიანებს, ვისთან უნდა მქონოდა ურთიერთობა, ვისთან უნდა მემეგობრა.

გული და გონება ერთდროულად მკარნახობდა ვისთან უნდა დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. მიმართლებდა და მიმართლებდა. ურთიერთობა მქონდა მართალ ადამიანებთან. ასე დავამთავრე სკოლა, ინსტიტუტი, მერე უნივერსიტეტი.

მიყვარდა სწავლა და მიყვარდა ყველა ის ადამიანი, ვინც მასწავლიდა და შენიშვნებს მაძლევდა. ასე ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. ასე ვისწავლე ცხოვრება. ახალგაზრდობაში ტრავმები არ მიმიღია ადამიანებისგან. თუ რამე უსიამოვნება შემხვედრია, აღარასოდეს განმეორებულა, ვინაიდან მწარე გაკვეთილად ვიმახსოვრებდი და მეორედ იგივე შეცდომას აღარ ვუშვებდი. ადამიანის ცხოვრება, გამართლება, წარმატება და სიხარული მაშინ მოდის, თუ შეგწევს უნარი, გამოიცნო შენი ცხოვრების თანამგზავრი და მართალი ადამიანები.

ერთი სიტყვით: საკუთარ გონიერებაზეა დამოკიდებული შენი მომავალი ვის აირჩევ მეგზურად, მიზეზი არჩევანისა, გული რას გეუბნება, სად გადის ნდობის და ერთგულების ხაზი.ურთიერთობა შიშით და შანტაჟით.

ურთიერთობა შეცოდებით. ურთიერთობა ანგარებით. ასეთი ურთიერთობა ყოველთვის კრახით მთავრდება.

დაზარალებულია ის, ვისაც ეშინია, ვისაც ეცოდება და ვინც ამტკიცებს უანგარობას.

ნაყიდი ურთიერთობა ყოველთვის ლპება.

მთავარი: გადახედე გარემოცვას, დაინახე რამდენ ადამიანს ენდობი და მიხვდები, სად ხარ, რატომ ხარ და როგორ იქნები.

ადამიანებს მიდრეკილება აქვთ გვერდიდან მოიშორონ ერთგული ადამიანები.

არა ერთგულებს უფრო მძაფრად შეუძლიათ ,,სიყვარულის'' და ,,ერთგულების'' დამტკიცება.

მე გამიმართლა, ცხოვრების გზაზე ავირჩიე სწორი, მართალი, ერთგული ადამიანები.

ალბათ მათაც გაუმართლა, ვინც მე ამირჩია - (თავად მითხრეს მრავალი წლის წინ)შენც გაგიმართლებს თუ შეგწევს უნარი იცნო მტერი და მოყვარე. თარსი და თილისმა.

კეთილი და ბოროტი.

მე მინდა ყველა კარგად იყოს, რადგან ნაკლები სადარდებელი მექნება“,- წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

🎥 „ამ დღეს ჩაიფიქრეთ სურვილები და გააკეთეთ სახლში წმენდები“ - ივნისის ენერგიები და ასტროლოგიური მოვლენები, რომელიც უნდა იცოდეთ!

🎥 ვის მიეცემა შესაძლებლობა მარტივად გადაჭრას ძველი პრობლემები? - 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან