ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანი რომ დაიწყებს სულიერ ცხოვრებას, აღმოაჩენს, რომ – ღმერთის ნება განსაზღვრავს ყველაფერს.
და აღმოაჩენს, ასევე, რომ – ყველაფერი მის ხელშია,
თუ უნდა დაიღუპება,
და თუ უნდა – გადარჩება.
საოცრებაა, ბოლომდე ეს თეორიულად არ იხსნება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში და...“ - ალუჩის სასარგებლო თვისებები
⭕როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით