ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„შენ რომ გული გაგიგრილდა სარწმუნოებაში,
და ათასში ერთხელ ძლივს ეზიარები...
დილა-საღამოს ლოცვაზე რომ ლამის მოკვდე, ისე გეზარება,
და თვეობით რომ ტაძარში არ მოდიხარ
— შენ გგონია ღმერთი გაუქმდა?! აღარ არის?
— შენ აღარ ხარ,
გესმის?
ადამიანი, რომელიც სულიერ ცხოვრებაში გულგრილობას ავლენს — ღმერთი კი არ გაქრა, ის „გაქრა“...
სიცოცხლის წიგნიდან იშლება,
ღმერთი ისევ ისე დარჩა,
გესმის?!
შენ რომ თვალები ამოითხარო, მზე კიარ ჩაქვრება — შენ „ქვრები“,
გესმის რაშია საქმე?!
ღმერთი არ გაქრება იმის გამო, რომ შენ არ გინდა ღმერთი იყოს...
არ გინდა პასუხისმგებლობა,
არ გინდა ღვთის წინაშე ერთგულებით ცხოვრება,
გინდა, რომ როგორც შენ გინდა, ისე იცხოვრო,
და ამის გამო ღმერთი არ გაქრება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „კოსმოსური მტვერი“ და სიცოცხლის პანსპერმიის თეორია - საიდან წარმოიშვა ადამიანი
⭕ „არ დაემსგავსო კაცისგან მიტოვებულ სახლს, რომელსაც ნელ-ნელა სარეველა ეპატრონება...“ - გია მურღულია