საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოსკენ გავრცელდა, ის საკუთარმა 27 წლის ქმარმა ასიმ ასლანოვმა, იარაღით მოკლა.
აითაჯი შაბათს, 7 ოქტომბერს დაკრძალეს. მომხდარმა შეძრა საქართველო. მომხდარზე დაკავებულია ასიმ ასლანოვი და გარდაცვლილი გოგოს დედა და ბიძა.
რუსუდან ცხომელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ამბავს ეხმაურება, მისი თქმით ადამიანი შეიძლება იყოს ნაძირალა, მაგრამ სახელმწიფო არ უნდა ახარებდეს ასეთებს.
„ბოლომდე ვცდილობდი, მეპოვა მიზეზები და გარემოებები, რამაც დედა გააჩერა... ვერ წარმომედგინა, რომ არასრულწლოვანი შვილი დედამ შეიძლება ნებით და ძალით გააყოლოს პედოფილ არაკაცს... დაუჯერებელია სკოლის დირექტორის ამბავიც, რომელსაც თავადაც არასრულწლოვანი შეურთავს ცოლად...
ადამიანი შეიძლება იყოს ნაძირალა, მაგრამ სახელმწიფო არ უნდა ახარებდეს ასეთებს! ჩვენთან კი ნაძირალები სახელმწიფოს მფარველობის იმედად ჩადიან ბოროტებას... იმედია, საზოგადოების პროტესტი და ძალა დირექტორის შემთხვევაშიც ისეთივე შედეგს გამოიღებს, როგორც ეს დედასთან მოხდა! ეგებ აითანმა სხვა გოგოების გადარჩენა შეძლოს...“, - წერს რუსუდან ცხომელიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: