სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს მკვლელობის ამბის დეტალებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა მორიგ პოსტს ავრცელებს ფეისბუკ გვერდზე და ამჯერად, იმ სკოლის დირექტორის შესახებ წერს, სადაც საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.
„ახლა მოდით ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე.
სკოლის დირექტორი ჰამლეთ ისმალილოვი ამავე დროულად პროპორციული სიით დმანისის საკრებულოს წევრია. „20. გამლეტ ისმაილოვი-“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. იმავე სოფლიდან მაჟორიტარი დეპუტატის შვილმა (არასრულწლოვანი) ამ დღეებში გადაიხადეს ქორწილი, ისიც ორი წელია დანიშნული ყოფილა და სკოლაში არ დადიოდა.
2015 წელს გამლეტმა ცოლად მოიყვანა 15 წლის აიტანს (გვარი არ ვიცი). აიტანი მისი მოსწავლე ყოფილა. მაშინ თურმე სოფლიდან შსს-ს მიმართეს გამლეტისა და სხვა ადამიანების შესახებ ვინც არასრულწლოვანი გოგონებთან შექმნას ოჯახი. გამოძიება დაწყებულა მარა გამლეტის გარდა ყველა დაჯარიმებულა. გამლეტის ბავშვი რო დაიბადა შვილი გააფორმეს მის მეუღლეს სახელზე,(ჯარიმის გამო) ამ წელს მისმა შვილმა პირველ კლასში დაიწყო და ოფიციალურად ახლა მამამისის გვარზე გადაიტანეს. სკოლის დირექტორმა არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა თურმე და დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ მაგრამ იწერებოდა ნიშანი.
გამლეტის უმაღლესი განათლება საეჭვოა, მას დამთავრებული აქვს კოლეჯი მაგრამ მერე თავისთვის და მამამისთვის უყიდია დიპლომი.
როგორ დაიწყო სკოლაში დირექტორად?
გამლეტმა სკოლის დირექტორის გამოცდა არ ჩაუბარებია უფრო სწორად ვერა, ჩაიჭრა. გამლეტი 2018 წელს დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილის და ყოფილი პარლამენტის დეპუტატი კახა ოკრიაშვილის დახმარებით გახდა სკოლის დირექტორი.
რაც შეხება აიტაჯის შემთხვევაზე.
აიტაჯს დაუნიშნებიათ 2022 წლის დეკემბერში. აიტაჯი სკოლაში მარტო 2023 წლის ივნისი სულ ორი დღე მოსულა. რო დანიშნეს, დედამისი მოსულა სკოლაში, დირექტორთან ყოფილა საუბარი და ამ წლების განმავლობაში დირექტორი მარტო აიტაჯისთვის კი არა სხვა გოგონებისთვისაც ზრუნავდა. ის სკოლის განმავლობაში სკოლიდან განთავისუფლებით არაერთხელ დამუქრებია. ისინი კი მოსწავლეებს ვინც არ დადიოდა სკოლაში უწერდნენ ნიშნებს, ვითომ დადიოდნენ სკოლაში.
რაც შეხება აიტაჯის მოტაცების საქმეზე. ის არ ყოფილა ბიჭის მხრიდან იძულებით. აიტაჯის დედამ თურმე აიტაჯი წაიყვანა მარნეულში, ვითომ რაღაცა საქმე აქვთ და აიტაჯისთვის ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა, მარნეულში აიტაჯის დამუქრებია, რომ უნდა გაყვეს მის დანიშნულ ბიჭთან. სრულად დაუცველი აიტაჯის სხვა გზა არ დარჩენილია. ის თურმე ამიტომ რჩებოდა ორი თვე ბიჭის სახლში რადგან დედამისი უარესად იქცეოდა მას.
ეს ამბავი ყველასთვის ცნობილი რო გახდა სკოლის დირექტორმა მასწავლებლებს და აიტაჯის კლასელებს დაუბარებია თავისი ოთახში, ორი საათის განმავლობაში ყოფილა მის მიერ მუქარის, შიშის ადგილი. მას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები, დმანისის რესურსი ცენტრი, საკრებულო, განათლების სამინისტრო მას იცავს და დაიცავს ყველა მასწავლებელს ამ საქმეში და ეს შეხვედრაც თურმე დავალებით ახორციელებს. შესაბამისად მასწავლებლები შეთანხმებული არიან, რომ როგორ საჭიროა ისე ილაპარაკებენ, ასევე ილაპარაკეს პოლიციაში, მოსწავლეებიდან რამდენიმეს კი აიტაჯის ნიშნობის ფაქტზე უსაუბრია პოლიციაში.
აიტაჯის მამა მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს მეუღლეს და სკოლის დირექტორს.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო დაიცავთ მართლა?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 2015 წელს ამ დირექტორს ბრალი რატომ არ დაუყენეთ? რატომ არ დააჯარიმეთ?“ - წერს სამირა ბაირამოვა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: