ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ჭეშმარიტ განათლებაზე საუბრობს:
„რამდენი დიპლომიც არ უნდა აიღო, თუ ჭეშმარიტ განათლებამდე ვერ მიხვედი, ამაოა შენი მედლები.
მწიგნობარსა და ბრძენს შორის დიდი სხვაობაა.
შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა გადაიკითხო, თუმცა შენში ნათელი არ იყოს, მაგრამ შესაძლოა, ერთი წიგნიც არ გქონდეს წაკითხული და განათლებული იყო.
ჭეშმარიტი ნათლის გზაზე ადამიანი ცხოვრებისეული განსაცდელებით, დაცემით, ამ განსაცდელებისადმი დათმენითა და ცხოვრებისეული გაკვეთილების სწავლით მიდის, სადაც თვით უფალს ადიდებს და მადლობს მას ყველაფრისთვის.
ერთი ბრძენი ას მწიგნობარზე მეტია!
წიგნი განვითარებისთვის კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ არა ერთადერთი და შეუცვლელი.
წიგნიერება სახიფათო საქმეა, თუ დაბლა პლაცდარმად სულიერება კარგად არაა მოპირკეთებული, ასეთი მწიგნობარი თავსაც ვნებს და სხვასაც.
ჭეშმარიტებას მოკლებული მეტყველება ცრუ ფილოსოფიაა. კითხვა მარაგის რაოდენობაა, განათლება კი ის თუ რა სიღრმეზე დგახარ. ქრისტე დურგალი იყო. ადამიანი შეიძლება სწავლული იყოს და მაინც არ იცნობდეს ღმერთს, ხოლო უბრალო და მდაბალი ჭეშმარიტად ბრძენი.
სულიერი ცხოვრება საქმით იზომება - არა ფურცლით“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: