ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანის, მეორე ადამიანისადმი სიყვარული მაშინ არის სისავსე,
როცა ერთ ადამიანს მეორის სული უყვარს,
მაგრამ ერთი ადამიანის სულმა, რომ მეორე ადამიანის სული შეიყვაროს — ეს არის შეუძლებელი ქრისტეს გარეშე,
იმიტომ რომ ქრისტე არის სულის მშობელი,
მშობელი არ არის შვილის სულის მშობელი,
მშობელი შვილის ხორცის მშობელია,
შვილის სულის მშობელი ქრისტეა,
ამიტომ,
ჩემმა სულმა რომ შენი სული დაინახოს და შეიყვაროს, ორივე, მეც და შენც — უნდა ღვთისაკენ ვიყურებოდეთ“, - წერია დეკანოზის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ ქადაგებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სათნოებათა საფუძველი — ეს არის მორჩილება ღვთის ნებისა...“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე
⭕„შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში მეტი ცეცხლის ელემენტი...“ - ქეთი ოდიშელი მზის მერწყულში გადასვლაზე