ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სათნოებათა საფუძველი — ეს არის მორჩილება ღვთის ნებისა,
უპირობო მორჩილება ღვთის ნებისა, რომელიც არის თავმდაბლობა,
ანუ თავმდაბლობა არის ღვთის ნების გამოცნობა,
მისი, აბსოლუტურად, ჩვენს გულში დამკვიდრება და რეალიზება,
ეს არის ის გასაღები, რითაც ადამიანი საბოლოო ჯამში ხდება ქრისტიანი,
ანუ ღვთის შვილი და სასუფევლის მოქალაქე“, - წერია დეკანოზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ქადაგებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში მეტი ცეცხლის ელემენტი...“ - ქეთი ოდიშელი მზის მერწყულში გადასვლაზე
⭕ „ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტარტისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი