Digest Logo

„ადამიანის, რომელიც უღმერთოდ ცხოვრობს, მისი ღმერთთან მისვლა და დამკვიდრება გაცილებით იოლია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1780253230
 დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ადამიანის, რომელიც უღმერთოდ ცხოვრობს,
მისი ღმერთთან მყოფობა,
მისი ღმერთთან მისვლა და დამკვიდრება გაცილებით იოლია, ვიდრე იმის, ვინც ღმერთთან უკვე არის — მაგრამ გულგრილია...
რომელმაც ვერ გააცნობიერა — სად იმყოფება.
რომელიც თავის პიროვნული არჩევანის შესაბამისად არ ცხოვრობს,
არ მოქმედებს,
და ეგების — არც გაუკეთებია პიროვნული არჩევანი...
და ასეთი ადამიანი, მოსული რწმენაში —კვლავ ცოდვაში ვარდება,
უკან იხევს,
და იმისი მოტრიალება გაცილებით ძნელია,
იმიტომ, რომ ადამიანი, ასეთ დროს, ეჩვევა ღმერთთან ყოფნას — „ისე რა“,
ღმერთთან არის, ოღონდ — „ისე რა“ არის ღმერთთან.
დღეს ილოცებს — ხვალ არ ილოცებს,
დღეს ეზიარება — მერე სამი თვე აღარ ეზიარება,
დღეს არ შეცოდავს — ხვალ სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდება,
მერე მოვა,
მერე წავა,
მერე ისევ მოვა,
მერე ისევ წავა.
და გავა ერთი, ორი, ხუთი, ათი, ოცი წელი,
დაბერდა
და ადამიანი მიეჩვია გულგრილობას,
უდარდელობას,
გულარხეინობას...
და ჰოი, საოცრებავ:
ეკლესიის წიაღში, მაზიარებელი ადამიანი — ლუარსაბ თათქარიძეს დაემსგავსა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის და სულიერი კავშირის დღე“ - 31 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც ფანტავს ყოველგვარ ბუნდოვანებას“ - თამუნა იოსელიანი 31 მაისის ლურჯ მთვარეზე

⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა