მარხვის ნეირობიოლოგია: უარის თქმის ფარული ძალა - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„მარხვის ნეირობიოლოგია: უარის თქმის ფარული ძალა
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც კომფორტი რელიგიად იქცა. ჩვენი ტვინი იაფი სტიმულატორების — სწრაფი კვების, დაუსრულებელი ინფორმაციისა და მომენტალური სიამოვნებების — მუდმივი წნეხის ქვეშაა. ამ ტოქსიკურ ხმაურში თანამედროვე ადამიანმა დაკარგა თავისი ყველაზე ძლიერი იარაღი: საკუთარ სურვილებზე უარის თქმის უნარი.
ბუნებრივია, მარხვა მხოლოდ გასტრონომიული შეზღუდვა ან დიეტა არ არის. ეს შეგნებული უარია — ფსიქიკის ულმობელი წვრთნა, ნეირობიოლოგიური გადატვირთვა და საკუთარ ცხოველურ იმპულსებზე კონტროლის დაბრუნების გზა“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში
🎥 „ორი თაღლითი შეხვდა ერთმანეთს“: ვინ გახდა ქართველი იუთუბერის მწვავე კრიტიკის ობიექტი?
🎥 „მეგონა, მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო...“ - რას იხსენებს სოფია კვინიკაძე