სამხრეთ კორეაში, სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კორეაზე და მის სიყვარულზე საუბრობს.
როგორც ბლოგერი აღნიშნავს, კორეა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში შეუყვარდა, მის ახირებას კი მხარს არავინ უჭერდა:
„მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი, როცა კორეის მიმართ სიყვარული და სიმპათია გამიჩნდა, ძალიან ბევრი ადამიანი ირგვლივ დამცინოდა: „რა კორეა, შენ ჰო არ გაგიფრენიაო“. „თვალმოჭუტული ხალხი რატომ მოგწონსო“ და ა.შ.
მაშინ ერთი წამით, რომ ვინმეს ჩაეხედა, რას გავაკეთებდი წლების შემდეგ, 10 წლის შემდეგ, 15 წლის შემდეგ, კიდევ უფრო ათმაგი შემართებით, მეტს ვისწავლიდი და მოვინდომებდი. მაშინ მეგონა, მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო.
ჩვენი კორეული ენის აკადემიიდან შევარჩიეთ ორი წარჩინებული მოსწავლე, რომლებიც ჩამოგვყავს კორეაში 10 დღით. მოსწავლეებს დავათვალიერებინებთ კორეას“, - ამბობს სოფია კვინიკაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ...“ - გურამ შეროზია „გარდენია შევარდნაძის“ სკანდალზე