Digest Logo

„აღარ გაჩერდებით თავხედო ხალხო? აღარ გეყოთ ამდენი ტყუილის წერა?“ - ახალციხეში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ბებია სააგენტოებს მიმართავს

1747384330
დაღუპული ბავშვი

5 მაისს, ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც „დაიჯესტს“ ადგილობრივებმა აცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ დაიდება.

ექსპერტი ადასტურებს, რომ 2 წლის ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში რამდენიმე გაურკვეველი სააგენტო აქვეყნებს სტატიებს, თითქოს და ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა და თემით მანიპულირებს.

აღნიშნულ ფაქტს კი გარდაცვლილი ბავშვის ბებია გამოეხმაურა და კომენტარის სახით სააგენტოს პასუხი გასცა:

„აღარ გაჩერდებით თავხედო ხალხო? აღარ გეყოთ ამდენი ტყუილის წერა? მე არ ვიცი ჩემი პატარა რით დამეღუპა და თქვენ საიდან იცით, რომ აქვეყნებთ ამდენ უაზრო მესიჯებს. შეგრცხვეთ“, - წერს გარდაცვლილის ბებია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბოლო 20 წელია მესმის: როდის უნდა მივხვდეთ, რომ არ გავიდეთ ამ კონკურსზე საერთოდ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

„ნებისმიერი უთანხმოება უნდა მოგვარდეს ჩვენი „ოჯახის” ანუ ქვეყნის შიგნით და ევროვიზიის პოსტებზე „დაჰაჰავება“, ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად“- გურამ შეროზია

🎥 „ბოლოჯერ გნახე აქ, მეჩქარება და უნდა დავბრუნდეო... რატომ გაგიშვი?“ - რა კადრებს აქვეყნებს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას ცოლი