
„ევროვიზია 2025“ ნახევარფინალში მარიამ შენგელია მაყურებლის წინაშე მშვენივრად წარდგა.
სცენაზე ნომრის დასრულების შემდეგ მან წარმოთქვა სიტყვები - „საქართველო, მიყვარხარ! მადლობა, ევროპა!“.
მიუხედავად არაჩვეულებრივი ნომრისა, მარიამი ფინალში ვერ გადავიდა, რასაც ბლოგერი, ტელეწამყვანი გურამ შეროზია გამოეხმაურა და მარიამის გამოსვლა დადებითად შეაფასა:
„ახლა ვუყურე და ძალიან მაგარი გოგოა მარიამი, ნიჭიერი, ლამაზი, მშრომელი და თავისი მაქსიმუმი დადო!
მერე რა, თუ ან სიმღერაში არ გაუმართლა ცოტათი, ან იქ სხვა რამეს ექცევა ყურადღება, აქ კონკრეტულ ადამიანს ვაფასებთ და იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას.
ნებისმიერი უთანხმოება და პრობლემა უნდა მოგვარდეს ჩვენი „ოჯახის” ანუ ქვეყნის შიგნით და ევროვიზიის პოსტებზე დაჰაჰავება და ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად.
წარმოუდგენლად დიდი სტრესი, პასუხისმგებლობა და მღელვარებაა იქ საქართველოს სახელით გასვლა, თავი მართლაც კარგად გაართვა და მინიმუმ ჩვენს თანადგომას იმსახურებს! და ყველაზე მეტი ნახვა აქვს მის ვიდეოს, ამაში მაინც ვართ პირველები და დავაფასოთ“, - წერს გურამ შეროზია.
ასევე დაგაინტერესებთ: