ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ღვთის შიში არის არა ცხოველური თვითგადარჩენის ინსტინქტი – არამედ კრძალვითი შიში,
იმის გააზრებით, თუ ვინ არის ცოცხალი ღმერთი და ვინ ვარ მე მასთან შედარებით,
ჩემი უწმინდურობით...
და, ამ დროს – მე მინდა მასთან ყოფნა,
და შეუძლებლობას რომ ვხედავ – მხსნელს ვეძებ,
იმიტომ, რომ სუნთქვა მეკვრის ღმერთის გარეშე.
აღარ შემიძლია ღმერთის გარეშე,
და შევღაღადებ – „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა - იგი ადგილზე დაიღუპა
⭕„ახალი ენერგიით ამოძრავების დროა“- დღის მეტაფიზიკური პროგნოზი