Digest Logo

„აგვისტოს ღამეები სხვა ფიქრებს გულისხმობდნენ... მათსავით მოკლეს და არეულს...“ - გიორგი კეკელიძე

1785912842
გიორგი კეკელიძე

გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.

მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან.

გთავაზობთ მწერლის მორიგ პოსტს, რომელიც აგვისტოს და მამაზე მოგონებას უკავშირდება:

„სიგარეტს არასდროს ვეწეოდი. არც ახლა. მაგრამ აგვისტოში, ღამის ოთხზე, ფანჯარას როცა გადავეყუდები და ყურებში სხვა, ქალაქის სიჩუმე მომხვდება, ყურებზე მეზობლის სარეცხის სისხლის უკანასკნელი წვეთები და საქანელაზე ვიღაც გოგო ზის და ნელა აქანებს და იქვე ბიჭი და ეწევა, ასე მგონია, მეც ვეწევი. არ შეიძლება, ზაფხულის შუაღამისას ფანჯარასთან იდგე და არ ეწეოდე. არ გამოდის.

უკუღმა თვეა აგვისტო. და ამიტომაც.

აგვისტოს ღამეები სხვა ფიქრებს გულისხმობდნენ. მათსავით მოკლეს და არეულს. სიზმრებიც ეგეთი შეკვეცილია და უცაბედი.

ამიტომაც, აგვისტოს ღამეს, ჯობდა აივანზე ვმსხდარიყავით, თხილი გვერჩია და ხმა არ ამოგვეღო. თხილის რჩევა დაკვირვებას არ მოითხოვს – ჩვენი მზერა ჰორიზონტზე დაღვრილ სილურჯეს მიშტერებია.

მზერა ჯიუტია.

ლურჯი – ბაცი და ცხელი, ტლანქი და ნოტიო. უსიტყვოდ და უფიქროდ ვარჩევთ. მე, ბებია და მამა. ეს წუთები სხვა ამოვარდნაა ცხოვრებიდან, მეხსიერების და ყოველდღიურობის ჯადოსნური განდევნა - უნებლიე მაგიური აქტი. თითქოს ერთად ვართ და ვეღარ ვამჩნევთ ერთმანეთს. და ვერც საკუთარ თავს ვამჩნევთ. ამ დროს მხოლოდ აგვისტო დგას და ყველა სხვა თვე იმაზე შორსაა, ვიდრე ჩვეულებრივ.

- უფ, მევითავეთ, კაი ვქენით!

ამბობს უცებ მამაჩემი და ჩვენ ვბრუნდებით. ეს მამაჩემის უმთავრესი სიტყვები იყო. ყველაფერზე ასე ამბობდა. „მოსათავებლი იყო და მევითავე“ – ბარვაზე, თოხნაზე, ჭამაზე და ძილზეც კი. იფიქრებდი, რაღაცის მოსწრებას ლამობსო. ახლა რომ შეეძლოს, ზუსტად ვიცი, მივიდოდა და მეტყოდა: „უფ, მერე რაია, რომ მოვკტი კაცო, მოსათავებელი იყო მაი და მევითავე“ და მეც და შენც ხომ ვიცით, რომ ეს მართლა ასეა? რომ სიკვდილი მოსათავებელი ამბავია – ადრე თუ გვიან. აგვისტოსავით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჰოროსკოპი 2026 წლის 12-28 აგვისტოს დაბნელებების დერეფანი - რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან ავირიდოთ

⭕ „გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები

⭕ „ყველაზე ძველ, ტოქსიკურ და მძიმე მიჯაჭვულობას ვემშვიდობები...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი